მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთმანეთს დაერივნენ, განუკითხაობაა, არ ვიცი რას ვერ იყოფენ“ - კახა კალაძე ენმ-ზე

თბილისის მერი

„ერთმანეთს დაერივნენ, განუკითხაობაა, არ ვიცი რას ვერ იყოფენ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ენმ-ს წევრების ნაწილის განცხადებაზე, რომლებიც ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვენ საუბრისას განაცხადა. .

თბილისის მერის თქმით, ნიკა მელიას ბედი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გადასაწყვეტია. 

„ერთმანეთს დაერივნენ, განუკითხაობაა, არ ვიცი რას ვერ იყოფენ. თუმცა, ეს მათი შიდა პარტიის თემებია და არ მინდა დეტალებში შევიდე, იმიტომ რომ თემაც არ ვიცი და საინტერესოც არ არის. შესაბამისად, თუ რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“, მელიას გააგდებს, არ გააგდებს, დატოვებს თანამდებობაზე, ეს მათი გადასაწყვეტია“, - აცხადებს კახა კალაძე. 

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“  ერთი ნაწილი პარტიის თავმჯდომარის ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს“ - კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

✔️ „როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, არ იყო ამის დრო“ - ანა წითლიძე ნადირაძის განცხადებაზე

✔️ როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ, შიდაპარტიულ ამბებზე საუბარი მიღებულია - სოფო ჯაფარიძე

✔️ „მედიათავისუფლების კუთხით საქართველომ უკან დაიხია, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია“ - მარკეტა გრეგოროვა