მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის სრული სისულელე“ - კალაძე სახალხო მოძრაობის შექმნაზე

თბილისის მერი

თბილისის მერი კახა კალაძე სახალხო მოძრაობის მოთხოვნებს და ტექნიკური მთავრობის შექმნას სისულელეს უწოდებს.

„ეს არის სრული სისულელე, აზრი არ აქვს შევიდეთ მაგ პოლიტიკაში. ეს არის სრული სისულელე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ არაკონსტიტუციური, არაკანონიერი, საერთოდ აბსურდია“, - აცხადებს თბილისის მერი.

შეგახსენებთ, აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ აქციაზე მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს - ერთი კვირის ვადაში გადადგეს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.

3 ივლისს, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და რიგითი მოქალაქეები ისევ ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბებიან.  

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ეროვნული თანხმობის მთავრობა იქნება პერსპექტიული თუ დაიწყება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორს“ - გიგი გიგიაძე

✔️ რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა და რამდენად რეალურია ამ ტიპის მთავრობის შექმნა? - შოთა კაკაბაძის განმარტება

✔️ „ერთმანეთს უკითხონ სახლში ლექციები“ - მაჭარაშვილი სახალხო მოძრაობის შექმნაზე