მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ცაგარეიშვილი ელენე ხოშტარიაზე: იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს ამ სიყალბისთვის და სიცრუისთვის, კიდევ აქეთ ამუნათებს საზოგადოებას და „აპრავებს“ თავის უკეთურ საქმეს

უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის აზრით, „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს სიცრუისთვის, თუმცა, მისი თქმით, ხოშტარია პირიქით, საზოგადოებას „აქეთ ამუნათებს“.

„იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას ამ სიყალბისთვის და სიცრუისთვის კიდევ აქეთ ამუნათებს საზოგადოებას და „აპრავებს“ (მის ენაზე ვიტყვი) ამ თავის უკეთურ საქმეს. ამბობს, რომ ეს სასცენო კოსტიუმების სფეროში დიდი მიღწევების გამო აძლევენ მის ოჯახს ამხელა ჰონორარებს. ათი ათასობით დოლარს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოძრაობა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, სოლიდური თანხები ირიცხება. საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არ გამოვა ეს აფიორა“ - ელენე ხოშტარია „იმედს“ პასუხობს