მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ კანონის მიღებას, ეს არის - მავნებლობა - თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი Pia.ge

პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი  თაკო ჩარკვიანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მავნებლობას უწოდებს. 

მისი თქმით, აღნიშნული კანონი პოლიტიკურ იზოლაციას მოიტანს. 

„კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ კანონის მიღებას, ეს არის მავნებლობა და ეს არის ფინანსური იზოლაცია ქვეყნისთვის, რაც მექანიკურად მოიტანს პოლიტიკურ იზოლაციას. ეს არის მცდელობა ქვეყნის კურსის ცვლისა. გამჭვირვალობა, ეს არის მოგონილი. როგორ, განა სახელმწიფოს მექანიზმები არ აქვს იმისა, რომ შემოწმდეს ნებისმიერი შემოსული თანხა ქვეყანაში?!“ - აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 სხდომათა დარბაზი გიორგი ვაშაძეს დაატოვებინეს

👉 „სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 „მთელი დაცვის პოლიცია, სუსი პარლამენტშია, ისინი ოცნებას საკუთარი ხალხისგან იცავენ“ - სამნიძე

👉 „არა რუსულ კანონს“ - „ხალხის ძალის“ კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან

👉 „ხელისუფლება, რომელსაც ასე სჭირდება დაცვა საკუთარი ხალხისგან, ხელისუფლება არაა“ - წითლიძე