მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხალხის ძალის“ ინიცირებულ კანონპროექტებს, ე.წ. აგენტების შესახებ, კომიტეტებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უცხოეთის აგენტების შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. 

„ხალხის ძალის“ წევრების თქმით, პირველ მოსმენით კანონპროექტები პრინციპებს დონეზე უჭერენ მხარი, შინაარსობრივი განხილვა კი ვენეციის კომისიის შეფასების შემდეგ უნდა მოხდეს. 

ამასთან, მათივე განცხადებით,  პირველი მოსმენით კანონის განხილვა ნიშნავს მხოლოდ პრინციპის დონეზე განხილვას და არა სათაურს ან რამე ტერმინებს. 

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ, პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. გავრცელებული ცნობით, დაპირისპირებისას დააკავეს რამდენიმე ადამიანი.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📣 „ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი“ - ჯინ შაჰინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

📣 ამ კანონების მიღება ძირს უთხრის ჩვენს მცდელობას შევიდეთ ევროკავშირში, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ - კახა გოგოლაშვილი უმრავლესობას

📣 რამდენიმე არგუმენტს წარმოგიდგენთ, რატომ არ შეიძლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების მიღება - ვახტანგ ხმალაძე

📣 ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს - პრეზიდენტი