მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხელისუფლება ელოდება შილას ჩამოტარებას“ - გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკოსი

„მიუჩვეველი, ნახევრად ველური, ჩამორჩენილი პოლიტიკური ცხოვრებაა დღეს საქართველოში. დღეს ქვეყნის შიგნით არანაირი პოლიტიკური პროცესი არ მიდის“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებულ ცვლილებებს მიესალმება და ამბობს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია არ არის „მკვდარი“.

„ოპოზიციაში ძალიან ჯანსაღი და კარგი, პოზიტიური პროცესები მიდის. ახლა საყოველთაოდ შექმნილია სიტუაცია - ოპოზიციაში დახოცეს და დაჭამეს ერთმანეთი, ნახეთ რა დღეში არიან. დღევანდელი მოცემულობით, მიუჩვეველი, ნახევრად ველური, ჩამორჩენილი პოლიტიკური ცხოვრებაა  საქართველოში. რახან ორი ადამიანი კამათობს ფიქრობენ, ერთმანეთის მტრები არიან. 

ცვლილებებზე მიდის პარტია. დღეს ქვეყნის შიგნით არანაირი პოლიტიკური პროცესი არ მიდის, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებისა. ვფიქრობ, ის რაც ხდება ოპოზიციაში, აბსოლუტურად სწორია. რახან ასეთი რეაქცია იქნა მიცემული შიდა ოპოზიციურ ურთიერთობებში, ე.ი ოპოზიცია ცოცხალი ორგანიზმია და არ არის მკვდარი. ოპოზიცია არ არის „მკვდარი“.

ოპოზიციაში ცვლილებები დაიწყო. ხელისუფლებას რაც შეეხება, მალე შილას ჩამოატარებენ. ხელისუფლება ელოდება შილას ჩამოტარებას, შილას როდის ატარებენ ქელეხში ხომ გვახსოვს? საკმაოდ დიდი გამოცდა ელის „ნაციონალურ მოძრაობას“, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტი პოლიტიკიდან წასვლას არა აპირებს. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი შეუპოვრად იბრძვის. 

„მიხეილ სააკაშვილს ციხიდან გამოიყვანს თვითონ მიხეილ სააკაშვილი. ძალიან გაიზრდება მიხეილ სააკაშვილის მაქებართა რიცხვი. მორალურად, გონებრივად ის არის შეუპოვარი და მებრძოლ მდგომარეობაში. რატომ არ ჰყავს უკრაინას დღემდე საქართველოში ელჩი? პასუხი იცით რა არის?! იმიტომ რომ მთავრობის, ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი საქართველოს ჰყავს დაჭერილი. დაველოდოთ ომის შედეგებს და მოვემზადოთ სერიოზული ცვლილებებისთვის. 

აქ ჩათვალეს, რომ სააკაშვილმა უარი თქვა პოლიტიკაზე, წავა და ან ლექციებს წაიკითხავს, ან ბერად აღიკვეცება. არ არის ასე, არა! სააკაშვილი აპირებს სერიოზულად პოლიტიკაში ყოფნას“, - დასძენს ოპოზიციონერი დეპუტატი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ არ უნდა ატარებდეს წვერ-ულვაშს, უნდა იყოს მძიმეწონოსანი - გოცირიძე „ენმ“-ის თავმჯდომარის კანდიდატებზე

✔️ ნიკა მელიას ადგილას არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას გადავხედავდი - ლევან ხაბეიშვილი

✔️ „ახლა მნიშვნელოვანია ერთობა, ერთობის გარეშე რთული იქნება ამ სისტემის დამარცხება“ - ზურაბ ჯაფარიძე

✔️ „როცა იდეა არ გაგაჩნია და არ გაქვს ხედვა, როგორ აპირებ ქვეყნის განვითარებას, ვერც მელია გიშველის, ვერც მუმლაძე და ჩალაძე“ - იაგო ხვიჩია

✔️ მელია ვერაფერს სასიკეთოს ვერ მოიტანს „ნაცმოძრაობისთვის“ პირიქით, ჭაობში გვითრევს - გიორგი მუმლაძე