მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მირეკავდა და მეუბნებოდა, ბიძინა სისხლის ღვრის გარეშე არ წავაო - თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ომთან დაკავშირებულ გუბაზ სანიკიძისა და გიორგი ჩალაძის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

👉🎥 გუბაზ სანიკიძე - ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს!

ჩერგოლეიშვილი წერს, რომ  სააკაშვილი სპეციალურად რეკავდა თანაგუნდელებთან და რაღაც არარეალისტური ვითომ „გეგმებით“ ქოცებს „აშინებდა“.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ სისულელეების ლაპარაკი გუბაზის იდეაა, ან უბრალოდ შემთხვევითობა, ღრმად სცდება.

შეიძლება დაუჯერებლად და სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ შიშის კულტივაცია ოპოზიციაში მყოფი (!) მიშას გენიალური სტრატეგიაა.

ეს სიგიჟე 2013 წლის დასაწყისში მოიფიქრა.

როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტისგან მოსმენების უწყება წაიღო - კონტროლი დაამყარა, მიშამ ჩემთან უცნაური სატელეფონო საუბრები დაიწყო (ვვარაუდობ სხვებთანაც).

მირეკავდა და მეუბნებოდა რომ ბიძინა სისხლის ღვრის გარეშე არ წავა და რომ აუცილებლად სისხლის ღვრა იქნება.

მეთქი რა სისხლის ღვრა მიშა - რა ეტყობა ქართველ ხალხს რომ სისხლის ღვრა უნდა, ან რა დროს ბიძინას წასვლაზე ლაპარაკია ჯერ - წინ 4 წელი გვაქვს და ბევრი სამუშაო. ვაცადოთ, მივუშვათ რომ ყველაფერი მათი ბრალი იყოს - they will fuck up big time, და მერე ჭკვიანურად ვისარგებლოთ.

ორი-სამი ასეთი გიჟური საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ სინამდვილეში მე არ მელაპარაკება. ვინც გვისმენს - იმას „აგიჟებს“. (ნუ მე ეგეთ სიგიჟეებს არასოდეს მელაპარაკებოდა, ჩემთან ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ჩემსავით მსჯელობდა და ვერ ვიგებდი რა უნდა, რატომ შეცვალა მანერა, სანამ არ მივხვდი რომ ქოცებს ასმენინებს - „მზაკვრულ ტრიუკებშია“ ).

ეს ასე გაგრძელდა სულ.

სპეციალურად რეკავდა თანაგუნდელებთან და რაღაც არარეალისტური ვითომ „გეგმებით“ ქოცებს „აშინებდა“, სულ ითხოვდა რომ გველაპარაკა იმაზე, როგორ ეშინიათ მიშასი ქოცებს (ქოცი იყო მოსახლეობის უმრავლესობა იმ დროს - წაგებულები ვიყავით).

ბიძინასაც ეგ არ უნდოდა? იწერდა ამ გამოსულელებულს და რევოლუციებით და სისხლის ღვრებით აშინებდა ქართველ ხალხს - მიშას დახმარებით, წარმატებით არწმუნებდა, რომ ცვლილება სისხლის ღვრას ნიშნავს..

ამასთან - გამოძიებებს იწყებდა არარეალისტურ სახელმწიფო გადატრიალებებზე და ხალხს დაკითხვებზე დაარბენინებდა.

ალტერნატივა მხოლოდ მიშაა და ალტერნატივას ომი უნდა - ესაა ბიძინას გამარჯვების ფორმულა.
ამ ფორმულის წარმატებაში უდიდესი როლი აქვს მიშას და მის სპიკერებს.

ასეთ უტვინობასთან და მავნებლობასთან ბრძოლაში გავატარეთ გასული 10 წელი.

კიდევ კარგად ვართ. უსაფუძვლო ბოდვაა ხალხო ეს. რისი თავი აქვთ, ხომ ნახეთ?“ - წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა, გიორგი ჩალაძემ 4 თებერვალს განაცხადა, რომ თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად.

ცნობისთვის, გიული ალასანიამ, გიორგი ჩალაძის მხრიდან ომის დაწყების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა, რომ ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის არსებულ ვითარებას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სააკაშვილის წამების და მოკვლის უფლება არ გვაქვს, ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე - გიორგი მარგველაშვილი

✔️ ადამიანი აღარ არსებობს, არის ერთი ჯოხი, ჩხირი - გიული ალასანია სააკაშვილზე

✔️„ხაბეიშვილს ვუსურვებ წინააღმდეგობა გაუწიოს მავნე გავლენებს, რაც მის თავს უამრავი იქნება, არანაირი პოლიტიკური ვენდეტა არ იქნება“ - ნიკა მელია

✔️ ამ პირობებში მის მორჩენაზე ლაპარაკი ზედმეტია, სიკვდილი გარანტირებულია - გიული ალასანია შვილზე

✔️ ხვალ გადამწყვეტი პროცესი გაიმართება, იმედია, მოსამართლე ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს - შალვა ხაჭაპურიძე