მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მსჯავრდებული სასჯელს არა ჰოსპიტალში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა იხდიდეს“ - ხუნდაძე სააკაშვილზე

ქართული ოცნების მაჟორიტარი, 2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის საპატიმროში გადაყვანის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსჯავრდებული სასჯელს საპატიმროში უნდა იხდიდეს. 

ხუნდაძის თქმით, სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის დროს ყველა წესი დაცული იყო. 

„მსჯავრდებული სასჯელს არა ჰოსპიტალში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა იხდიდეს. როცა მოხდა მისი გადაყვანა, გადაყვანის საწინააღმდეგო ჩვენება ჯანდაცვის კუთხით არ ყოფილა. 

როგორც ვიცი, დაცული იყო ყველა წესი. თუკი დაემუქრება საფრთხე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებობს სამედიცინო დაწესებულებაც, სადაც მას უმკურნალებენ“, - აცხადებს ხუნდაძე. 

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

ამავე თემაზე:

🔴 არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს

🔴 „მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ არაფერი ვიცოდით“ - შოთა თუთბერიძე