მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორც ჩანს, ხაბეიშვილს, კობახიძეს, მელიას და ვაშაძეს ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად რამდენიმე რამე ნამდვილად აერთიანებთ - გიგა ბოკერია

სანამ დღევანდელი ვითარება არ შეიცვლება, ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი, მშვიდობიანი პროტესტისთვის

„როგორც ჩანს, ხაბეიშვილს, კობახიძეს, მელიას და ვაშაძეს ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად რამდენიმე რამე ნამდვილად აერთიანებთ. პირველი, მათ „ევროპული საქართველოს“ მიუღებლობა ჰქონიათ, პერსონალურად ჩემი და ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილის და მეორე, რაც ჩემი აზრით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ეს ადამიანები, თუ იმ მომენტში მისთვის პოლიტიკურად მიუღებელი ხარ, მზად არიან, რომ ცილი დაგწამონ და ტალახი გესროლონ ანუ ტესტი ეგ არის, იმ მომენტში შენ მის გუნდში ხარ, მისი სპონსორი ხარ თუ არ ხარ. ჩემთვის ზოგადად ეგ პოლიტიკური სტანდარტი არის საგანგაშო,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

გოგა ბოკერიას თქმით, ზოგადად როცა პოლიტიკურ უთანხმოებაზეა საუბარი, კარგი იქნება დაისვას კითხვა თუ რაში მდგომარეობს მიუღებლობა. 

ბოკერიას განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილთან მიმართებით უტიფრად ამბობს -  „მიუღებელი იყო ეს ადამიანი ჩემთვის, ამიტომ ასე მოვიქეცი, ცილი დავწამე და მოვიგონე“

„გუშინ ბატონმა ხაბეიშვილმა პირდაპირ თქვა იმიტომ ვწამებდი კეზერაშვილს ცილს, რომ მაშინ ჩემთვის მიუღებელ ხალხთან იყო ასოცირებულიო. ჟურნალისტებს ხშირად არ უჩნდებათ ხოლმე შეკითხვა, საერთოდ რას ნიშნავს ეს, როგორ შეიძლება ეს იყოს სტანდარტი რომ თუ ადამიანი ჩემთვის მისაღებია, ცილს არ დავწამებ, შევაქებ, ხოლო თუ ჩემთვის მიუღებელია, მაშინ მოვიგონებ რამეს და ტალახს ვესვრი. ეგ არის ჩემი აზრით ყველაზე უფრო საგანგაშო ამბავი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის და ეს არ ეხება მხოლოდ ხაბეიშვილის, ვიმეორებ, მელიაც ზუსტად ასე იქცევა.

ზოგადად პოლიტიკურ უთანხმოებებზე როცაა საუბარი,  კარგია ხოლმე დაისვას შეკითხვა თუ რაში მდგომარეობს, მიუღებლობა რას ნიშნავს, საფეხბურთო გემოვნებაა ხომ არ არის, რომ ვერ შევთანხმდეთ მე და ხაბეიშვილი, რაღაც არსებით უნდა იყოს, რაღაც პოლიტიკური ხედვა, რომ რაღაც ასე უნდა გაკეთდეს და არა ისე.

ანუ ხაბეიშვილი პირდაპირ უტიფრად ამბობს - მიუღებელი იყო ეს ადამიანი ჩემთვის, ამიტომ ასე მოვიქეცი, ცილი დავწამე, მოვიგონე, რომ კეზერაშვილიც და მასთან ერთად ჩვენც შეკრულები ვართ მთავრობასთან. სანამ ეგ ყველაფერი მოსულა, მანამდე ივანიშვილს აქვს უპირატესობა ამ დაპირისპირებაში, იმიტომ რომ ამ უზნეობაში ივანიშვილს ვერავინ ვერ აჯობებს,“ - აცხადებს გიგა ბოკერია. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს - სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე

✔️ უკრაინასთან პარალელი აბსოლუტურად ამოვარდნილია, „ოცნების“ უტიფრობის ზედა ზღვარი ამ კონკრეტულ „არგუმენტში“ გამოიხატება - ქემოკლიძე დეოლიგარქიზაციაზე

✔️  კრემლის ახალი ხელმძღვანელი, შესაძლოა „კაგებეს“ კლანის წევრი იყოს“ - რუსმა ანალიტიკოსმა თქვა, ვინ შეიძლება იყოს პუტინის მემკვიდრე

✔️ თითქმის 85 ათასი ლიკვიდირებული რუსი სამხედრო - რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

✔️ ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდება - ირანში ორი ცნობილი მსახიობი დააკავეს

✔️ რუსეთი მელიტოპოლს სამხედრო ბაზად აქცევს - მედია