მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის ნევროლოგიურ სტატუსში ცვლილებებია და მდგომარეობა არ უმჯობესდება“ - ნევროლოგი

ექიმი ოთარ თოიძე

ნევროლოგმა ოთარ თოიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიურ სტატუსში ცვლილებებია და მას სასწრაფო, გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება. 

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი სუსტადაა და მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია არ შეიმჩნევა. 

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ უმჯობესდება. მისი ზოგიერთი პარამეტრი უმჯობესდება, მაგრამ ეს არის ხანმოკლე გაუმჯობესება და მერე ისევ უარესდება. სხვადასხვა პარამეტრები ერთმანეთს კვეთენ, ერთი უმჯობესდება მეორე უარესდება - ეს არის მისი არასტაბილურობის მაჩვენებელი. 

მოვითხოვეთ ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. მას გაუჩნდა შემდეგი პრობლემები: უმადობა, გულისრევა და.ა.შ. ნევროლოგიურ სტატუსში არის ცვლილებები და გაუარესებულია. დღეს მას აღენიშნება კიდურების შეშუპება. მდგომარეობა სერიოზულია, იგი საჭიროებს სასწრაფო და გადაუდებელ მკურნალობას“, - განაცხადა ნევროლოგმა ოთარ თოიძემ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„შერიგება შეუძლებელია პოლიტიკურ ვითარებაში, სადაც წარმოდგენილია „ნაციონალური მოძრაობა“ - კახა კალაძე

👉 „იმედია, პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას“ - მამუკა ხაზარაძე

👉 მამუკა მდინარაძე: შერიგების დიადი იდეით გამოვიდნენ მაშინ, როცა ყველაფერი წააგეს და მიხვდნენ, რომ არანაირი შანსი აღარ აქვთ

👉 „საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან