მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილს დაეწყო შინაგანი ორგანოების ტკივილები, მიუხედავად ამისა, მას სურდა, გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე“ - ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესამდე ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს.

„მას უკვე დაეწყო შინაგანი ტკივილები, ამავდროულად, ახლა ყველამ ვიცით, რომ არის სასამართლო პროცესი.  სასამართლო პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს, უფრო მეტიც, გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან იყო მოთხოვნა მოსული სასამართლო პროცესზე. საერთოდ არც კი მსჯელობს პენიტენციური სამსახური, რაიმე სხვა ფორმით ხომ არ მიიღებს მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას პროცესზე. მიუხედავად დიდი ტკივილისა, მას ჰქონდა სურვილი გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე და მიეღო პროცესში მონაწილეობა. 

პროცესზე ჩვენ დავაყენებთ საკითხს რომ სასამართლომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გამოცხადება. ამ პროცესზე უნდა მოხდეს აღკვეთის ღონისძიების გაუქმება და მიხეილ სააკაშვილს დღესვე უნდა მიეცეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება. ეს არის ტესტი იმისა, გონს ოდნავ მაინც მოეგნენ, თუ არა“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

ინფორმაციისთვის, 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

ამავე თემაზე:

✔️ „თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი

✔️ „მანდატები სააკაშვილის მოსანახულებლად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გვჭირდება“ - ხატია დეკანოიძე

✔️ „ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას“ - სააკაშვილი