მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერც მამუკა ხაზარაძეს დააკავებენ და ვერც ბადრი ჯაფარიძეს, პოლიტპატიმარი პოლიტპატიმარზე, უკვე ზედმეტია“ - ნიკა მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

„ქართულ ოცნებას“ ოპონენტების დაკავება ძალიან სურს, თუმცა ამის გაკეთებას ვერ გაბედავენ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლება მოწადინებულია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავოს.

„რიგითი მოქალაქე ვარ აქ, თანამებრძოლი იმ ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისა, რომელიც ებრძვის რეჟიმს. ებრძვის იმიტომ კი არა, რომ რეჟიმი ჩაანაცვლოს, არამედ იმიტომ, რომ თავისუფლება მოიპოვოს. თუ ვინმე ებრძვის, ებრძვის ამ ადამიანებს. ამიტომ, ვფიქრობ, ხელისუფლება, რეჟიმის სახით ძალიან მოწადინებულია, რა თქმა უნდა, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავოს, ამ თამაშში ისინი შევიდნენ წლების წინ, მაგრამ ვერ გაბედავენ ამ ყველაფერს.

მათ ძალიან უნდათ, მაგრამ ამისი თავი არ აქვთ. მართლაც აქვს რაღაცას საზღვარი, პოლიტპატიმარი პოლიტპატიმარზე, ეს უკვე ზედმეტია. ბატონ ივანიშვილს ეს ძალიან უნდა, მაგრამ ვერ გააკეთებს. ვერც მამუკა ხაზარაძეს დააკავებენ, ვერც ბადრი ჯაფარიძეს და ვერც წერეთლების ოჯახს შეეხებიან“, - აცხადებს ნიკა მელია. 

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ წერეთელს, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება.

საქმის ფიგურანტები პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ გამოძიებას მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს, გარდა ამისა, საქმეს არ ჰყავს კონკრეტული დაზარალებული. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ამ პროცესით ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ანაკლია გააჩერეს“ - მამუკა ხაზარაძე