მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დააკავეს სოფელ ჯიხაშკარში, ამჟამად ის გადაჰყავთ ქუთაისის მეორე დაწესებულებაში“ - ესებუას ადვოკატი

ბადრი ესებუა

„საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ადვოკატი იოსებ ჯანაშია განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ადგილსამყოფლის შესახებ დაკავებამდე ინფორმაცია არ ჰქონია. 

„როგორც გახდა ცნობილი, დღეს არის დაკავებული, ამჟამად ის გადაჰყავთ ქუთაისის მეორე დაწესებულებაში, სხვა ინფორმაცია არ მაქვს. როგორც მაქვს ინფორმაცია, მისი დაკავება მოხდა სოფელ ჯიხაშკარში. როგორც კი მოხდება მასთან შეხვედრა, დაკავების დეტალებთან დაკავშირებით, შემიძლია, გავაკეთო განცხადება.

მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა, სად იმყოფებოდა 2 წლის განმავლობაში, სად იმალებოდა ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ მაქვს. ჯერ ოჯახის წევრებთანაც არ მქონია კონტაქტი“, - განაცხადა ჯანაშიამ „მთავარ არხთან“ საუბრისას. 

ცნობისთვის, ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა გამთენიისას დააკავეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ამავე თემაზე: 

🔴 შსს ბადრი ესებუას დაკავების კადრებს ავრცელებს