მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანის კადრებს ავრცელებს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანის კადრებს ავრცელებს. 

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო“, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუუქმდა.

აღნიშნულს პროკურორი ჯარჯი წიკლაური გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფაქტობრივ გარემოებას არ ცვლის.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი სატელეფონო ზარების უფლებით ისარგებლებს.

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე.

ამავე თემაზე: 

🔴  სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა - რატი ბრეგაძე

🔴  „პატიმარზე და პატიმრებზე საუბარი დავასრულე“ - ირაკლი ღარიბაშვილი