მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პატიმარზე და პატიმრებზე საუბარი დავასრულე“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„პატიმარზე და პატიმრებზე საუბარი დავასრულე“

„პატიმარზე და პატიმრებზე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში არის უამრავი საკითხი და მხოლოდ ამ თემაზე მაქვს კონცენტრირება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კომენტარი მთავრობის მეთაურმა კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გააკეთა, სადაც, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2021“-ის მიმდინარეობას გაეცნო.

„გითხარით, რომ პატიმარზე და პატიმრებზე მე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში არის უამრავი საკითხი, უამრავი პრობლემა და მე მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუუქმდა.

აღნიშნულს პროკურორი ჯარჯი წიკლაური გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფაქტობრივ გარემოებას არ ცვლის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი“ - ენმ

✔️ „ნებისმიერმა ადვოკატმა სტრასბურგში რომ წაიღოს სააკაშვილის საქმე, სახელმწიფო წააგებს“ - ეკა ბესელია

✔️ „რატი ბრეგაძის ნათქვამი და იურისტობა რა ვთქვი, მაგრამ იმას მაინც ამბობდა ციხეში ჩავატაროთ პროცესიო“ - ბასილაია მოსამართლეს (ვიდეო)