მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის შეწყალების საკითხი არა პრეზიდენტის, არამედ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“ - ადვოკატი

ადვოკატი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, პატიმრის გათავისუფლების უმოკლესი გზა პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალება იქნება, რაც არა სალომე ზურაბიშვილის, არამედ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. 

„ეს უნდა იყოს და იქნება ქართველი ხალხის გადასაწყვეტი და თუ ქართველი ხალხი ამას დააფიქსირებს, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ადვოკატმა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია სააკაშვილთან შესვლის უფლება მიეცეთ ცენტრ „ემპათიის“ წარმომადგენლებს. 

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენ ვეყრდნობით ბატონი ნიკა ყიფშიძისა და კონსილიუმის წევრების განცხადებებს. ამავდროულად მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შესაძლებლობა მიეცეთ ცენტრ „ემპათიის“ წევრებს, რომლებიც არიან მაღალკვალიფიციური და დიდი რეპუტაციის მქონე სპეციალისტები.

რაც შეეხება გამოთქმულ ინიციატივებს, ამ დროისთვის ამაზე სამართლებრივი პროცედურა დაწყებული არ გვაქვს, თუმცა, თუ იქნება სპეციალისტების შესაბამისი დასკვნა, სამართლებრივადაც შესაბამის ფორმას მივცემთ“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.  

მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუწყობს ხელს, დაცვის მხარის მოთხოვნა იქნება, რომ ის 29 ნოემბრის სასამართლო პროცესს დაესწროს. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში“ - სააკაშვილი

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე

 „ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში ვერავინ მოხვდება“ - ევგენი გრუშოვეცი მიხეილ სააკაშვილზე