მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამწუხაროა, რომ „TV პირველს“ უფრო მეტი არ დაეკისრა“ - კალაძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

პრეზიდენტის ტოფილი საპარლამენტო მდივანი

თბილისის მერის, კახა კალაძის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, კმაყოფილია სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ მას სურდა, რომ „TV პირველის“ წამყვანს უფრო მეტი თანხა დაკისრებოდა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც ადამიანი თავისი უფლებების დასაცავად მიდის სასამართლოში და სასამართლოს წარუდგენს კონკრეტულ არგუმენტებს, მტკიცებულებებს. მე პირადად ვარ ძალიან კმაყოფილი. დადასტურდა ჩვენი ვარაუდები, რომ არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობდა და ეს იყო ცრუ და ტყუილი ინფორმაცია. რაც შეეხება მორალურ ზიანს, 15 ათასი ლარი, მერწმუნეთ, საკმაოდ ნორმალური ანაზღაურებაა საქართველოს დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით და სამწუხაროა, რომ უფრო მეტი არ დაეკისრა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, „TV პირველს“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს კახა კალაძისთვის 15 000 ლარის გადახდა დაეკისრათ. ამასთან, „TV პირველს“ და მაია მამულაშვილს თბილისის მერის შესახებ გავრცელებული ცნობების უარყოფაც დაევალათ. უფრო კონკრეტულად კი, დაცვის მხარის განცხადებით, მამულაშვილმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ევროკავშირი გთავაზობთ, შეიქმნას სპეციალური სასამართლო, რომელიც გამოიძიებს რუსული აგრესიის დანაშაულს“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

👉 „პუტინი ფიქრობს, რომ თავისი მოქალაქეები საქართველოში, მოლდოვაში ან უკრაინაში უნდა დაიხოცონ“ - მიხაილო პოდოლიაკი

👉 ევროკომისიის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები 100 000 სამხედროა

👉 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამიზნეების დაახლოებით 80% გაანადგურეს - ვალერი ზალუჟნი

👉 რუსებმა ზაპოროჟიეს დასახლებაში გაზის გამანაწილებელ პუნქტს რაკეტა ესროლეს