მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა“ - სანზონაში ექიმის სახლიდან ამოღებული გახრწნილი ხორცის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სანზონა

სანზონაში ექიმ-თერაპევტის სახლიდან ამოღებული გახრწნილი ხორცის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო, რაც სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, ამოღებულ გახრწნილ ხორცს ექსპერტიზა უტარდება.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ სანზონაში დალუქა ბინა, სადაც გახრწნილი ხორცი და ფეკალიებით სავსე კონტეინერები აღმოაჩინეს

ინფორმაციისთვის, 19 ივნისს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გახრწნილი ხორცი და ფეკალიებით სავსე კონტეინერები აღმოაჩინეს. სამართალდამცველებმა ბინა დალუქეს.

მეზობლები აცხადებენ, რომ ქალმა პოლიციას კარი არ გაუღო, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  სახლში ძალისმიერი მეთოდით შევიდა.

მათივე ცნობით, ბინაში მცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ ხორცი გაუფუჭდა და გადაყრა ვერ მოახერხა. ისინი ამბობენ, რომ ბინის მეპატრონე ექიმი თერაპევტია.

მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ საქმე, სავარაუდოდ კანიბალიზმს ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ხორცი ექსპერტიზაზე გადაიტანეს და გამოძიება დაწყებულია.

„4 თვეა სადარბაზოში დგას გაურკვეველი სუნი. აღმოჩნდა, რომ მეოთხე სართულიდან გამოდიოდა ლეშის სუნი. 1 კვირის წინ ავიდა კორპუსის თავმჯდომარე და გააფრთხილა, რომ სუნი გამოდიოდა, ეს ფაქტი კი ქალმა უარყო. ის არის მოქმედი ექიმი თერაპევტი“, - აცხადებს კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 უკრაინულმა მხარემ შავ ზღვაში ჭაბურღილები დაბომბა, რომლებიც რუსეთმა 2014 წელს ჩაიგდო ხელში

📌 „პოლონეთი დიდი ხანია, რუსეთის იარაღის ქვეშ არის“ - სტანისლავ ჟარინი

📌 გამოკითხვა - გიქმნით თუ არა დისკომფორტს, რუსების მოჭარბებული რაოდენობა საქართველოში?

📌 „კორუფცია, ოლიგარქიული ძალაუფლება - უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ არის შესაფერისი არც ევროკავშირის წევრობისთვის და არც კანდიდატის სტატუსისთვის“ - ვიაჩესლავ ვოლოდინი

📌 უკრაინულმა მხარემ შავ ზღვაში ჭაბურღილები დაბომბა, რომლებიც რუსეთმა 2014 წელს ჩაიგდო ხელში