მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გახრწნილი ხორცი და ფეკალიებით სავსე კონტეინერები აღმოაჩინეს

თბილისში, საცოვრებელ  ბინაში გახრწნილი ხორცი და ფეკალიებით სავსე კონტეინერები აღმოაჩინეს

პოლიციამ სანზონაში დალუქა ბინა, სადაც გახრწნილი ხორცი და ფეკალიებით სავსე კონტეინერები აღმოაჩინეს. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. 

მეზობლები აცხადებენ, რომ ქალმა პოლიციას კარი არ გაუღო, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  სახლში ძალისმიერი მეთოდით შევიდა.

მათივე ცნობით, ბინაში მცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ ხორცი გაუფუჭდა და გადაყრა ვერ მოახერხა. ისინი ამბობენ, რომ ბინის მეპატრონე ექიმი-თერაპევტია.  

მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ საქმე, სავარაუდოდ კანიბალიზმს ეხება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ხორცი ექსპერტიზაზე გადაიტანეს და გამოძიება დაწყებულია. 

„4 თვეა სადარბაზოში დგას გაურკვეველი სუნი. აღმოჩნდა, რომ მეოთხე სართულიდან გამოდიოდა ლეშის სუნი. 1 კვირის წინ ავიდა კორპუსის თავმჯდომარე და გააფრთხილა, რომ სუნი გამოდიოდა, ეს ფაქტი კი ქალმა უარყო. ის არის მოქმედი ექიმი თერაპევტი“, - აცხადებს კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები. 

ამავე თემაზე:

👉 „სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა“ - სანზონაში ექიმის სახლიდან ამოღებული გახრწნილი ხორცის ფაქტზე გამოძიება დაიწყო