მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო - დაკავებულია ორი პირი

საბაგიროს დაცვის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე) და 137-ე (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირი შეიჭრა. მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. 

ამავე თემაზე: 

✔️ დედაო სასტიკად არის ნაცემი - სოფელ ცხრამუხის მონასტრის მრევლი

✔️ ხაშურში დედათა მონასტერში ყაჩაღობის მიზნით შეიჭრნენ - დაშავებულია მონაზონი