მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დედაო სასტიკად არის ნაცემი - სოფელ ცხრამუხის მონასტრის მრევლი

სოფელ ცხრამუხას მონასტრის მრევლი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის მონასტრის მრევლის ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ ამავე მონასტრის დედაო სასტიკად არის ნაცემი. 

მათივე თქმით, დედაო ჯერ ხაშურის სამედიცინო დაწესებულებაში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. 

„ვიღაცა მისულა მონასტერში და დედაო უცემია. ძალიან არის ნაცემი, ჯერ ხაშურში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ეს ამბავი გუშინ დაახლოებით 6 საათისთვის მოხდა. მითხარით, რა უნდა ყოფილიყო ტაძარში? როცა დედაო შემოწირულებით ცხოვრობს. სასტიკად სცემეს დედაო, დღე და ღამე ლოცვაში დგას ტაძარში, სიცივეში, ყინვაში, წმინდა სამების ტაძარში“, - განუცხადა „ტვ პირველს“ ტაძრის მრევლმა. 

ამასთან, როგორც საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.  დაკავებულია ორი პირი. მიმდინარეობს გამოძიება. 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირი შეიჭრა. მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. 

ამავე თემაზე: 

✔️ხაშურში დედათა მონასტერში ყაჩაღობის მიზნით შეიჭრნენ - დაშავებულია მონაზონი