მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2023 წლიდან ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება წესდება

ექიმის ზოგადი ფოტო

მომავალი წლის იანვრიდან ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება წესდება. ექიმების საათობრივი ანაზღაურება მხოლოდ 7 ლარი, ხოლო ექთნების 4 ლარი და 40 თეთრი. 

„ეს მექანიზმი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ექიმებისთვის და ექთნებისთვის დაწესდეს მინიმალური ანაზღაურება, რაც შექმნის მათთვის ღირსეული ანაზღაურების, ასევე სამუშაოს შესრულების მოტივაციის და გარკვეულწილად შრომითი დაცულობის გარანტიებს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

გაბუნიას თქმით, კლინიკებს აღნიშნულ წინადადებას გააცნობენ და ამის შემდგომ მსჯელობა გაიმართება იმაზე თუ რა ვადებში და რა ინტენსივობით ამოქმედდება მინიმალური ხელფასის პოლიტიკა. 

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.

რეფერენტული ფასები, 2023 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

ამავე თემაზე: 

🔴 სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება - ჯანდაცვის უწყება