მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება - ჯანდაცვის უწყება

აბების კოლოფი

მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,  ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმები და მეთოდები განიხილეს. შეთანხმდნენ წამლის კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც მთავრობასა და პარლამენტს წარედგინება.

უწყების ცნობით, რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.

რეფერენტული ფასები, 2023 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

დაგეგმილი ცვლილებები, სამინისტროს წარმომადგენლებმა, ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს გასულ კვირას გააცნეს. სექტორთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.

ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამართლიანი ფასის დაწესებაა.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ როგორ იმოქმედებს ზამთარი უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე - ISW-ის პროგნოზი

✔️ ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუსი

✔️ პუტინი იტყუება - რუსეთში მობილიზაციას მოსალოდნელი შედეგი არ მოჰყვა - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

✔️ ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება პუტინისთვის კატასტროფული იქნება

✔️ რუსეთში ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა - დაღუპულია 5 ადამიანი