მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამ პატიმარს სიკვდილი ხომ არ მიუსაჯეს? თუ მას ჯანმრთელობა დაუზიანდება სასიკვდილოდ, მაშინ პასუხისმგებლობა იმაზე იქნება, ვინც გაასამართლა - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

„თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა დაუზიანდება სასიკვდილოდ, მაშინ პასუხისმგებლობა იმაზე იქნება, ვინც გაასამართლა და არ იზრუნა მის ჯანმრთელობაზე“, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.

„პატრიარქი მაქსიმალურად საქმის კურსშია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ის მუდმივად ლოცულობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის. პირადად პატრიარქისგან მაქვს ლოცვა-კურთხევა, ის ვაზიარო. 

ბოლო 2 თვეა როდესაც ვნახულობ, ლოგინში მწოლიარე მხვდება. ფიზიკურად ვერ დგება და წონა აქვს დაკლებული. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მძიმდება.

ამ პატიმარს სიკვდილი ხომ არ მიუსაჯეს? თუ მას [მიხეილ სააკაშვილს] ჯანმრთელობა დაუზიანდება სასიკვდილოდ, მაშინ პასუხისმგებლობა იმაზე იქნება, ვინც გაასამართლა და არ იზრუნა მის ჯანმრთელობაზე, ეს კარგი არ იქნება“, - აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „არსებობს საშიშროება, კიდევ უფრო დამძიმდეს მდგომარეობა“ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

✔️ „სახლში, ბოდიში, ვერ უშვებს სასამართლო ჯერ“ - ბექა დავითულიანი სააკაშვილზე

✔️ შევწყვიტე ფიქრი, დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება - ჭიაბერაშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობაზე

✔️ „მიხეილ სააკაშვილი დაუმალეს საზოგადოებას“ - ეკა ხერხეულიძე

✔️ შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სახლსა და მანქანაში მოსასმენი მოწყობილობები იპოვა