მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არსებობს საშიშროება, კიდევ უფრო დამძიმდეს მდგომარეობა“ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული არ არის, თუმცა მძიმეა. 

„კრიტიკულად მძიმე ნამდვილად არ არის, მაგრამ ყოველთვის არსებობს საშიშროება, კიდევ უფრო დამძიმდეს მდგომარეობა. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ, რა თქმა უნდა, ესა თუ ის დაავადება გარკვეულ მომენტში ხდება გარკვეული ხარისხით პროგრესირებადი.

არსებობდა საშიშროება, მისი მდგომარეობის გართულების. მისი დაავადებების გათვალისწინებით უტარდება ყველა საჭირო და აუცილებელი სამკურნალო პროცესი. შეიძლება რაღაც სხვა პირობებში სხვა მკურნალობის მეთოდი იყოს შემოთავაზებული.

დღეს დამატებით ჩაუტარდება თავის კვლევა. არ არის გამორიცხული, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს“, - აცხადებს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ არ გრცხვენიათ? ოღონდ ქულები დაიწერონ და ხან მოწამვლას აბრალებენ, ხან ცუდად ყოფნას - ირაკლი ზარქუა

✔️ „მიხეილ სააკაშვილი დაუმალეს საზოგადოებას“ - ეკა ხერხეულიძე

✔️ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ - მარიამ ჯიშკარიანი

✔️ სადღაც რომ დგები, მოგების იმედი ხომ უნდა ჰქონდეს? - ბაჩო დოლიძე ჭიაბერაშვილს

✔️ კეზერაშვილი მონებად ყიდულობს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებს და ისინი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან - თამარ ჩერგოლეიშვილი