მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლოს რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან როლს თამაშობსო?! - გიული ალასანია შვილზე

მესამე პრეზიდენტის დედა

„რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე?“ - ასე პასუხობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი მსახიობია.

ალასანიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტი  საქართველოში სისხლის ღვრისთვის არ ჩამოსულა. 

„მოვისმინე ღარიბაშვილის განცხადება და მართალი გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი. ადამიანმა დაიწყო საუბარი იმით, რომ ის არის დიდი მსახიობი თურმე. რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე? გეგულებათ ეგეთი მსახიობი მსოფლიოში? რომ ჰქონდეს თვეები სიცხე? ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს? ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია.

ბოლოს რომ  მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო?! სისხლის ღვრისთვის ჩამოვიდაო, უკაცრავად, ვის უნახავს მისი სისხლის ღვრა? ვარდების რევოლუცია ისე ჩატარდა, ჩვენ ყველა ვიყავით მოწმე ამისი, ერთი ნაკაწრი არავის ჰქონია“, - აცხადებს გიული ალასანია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 არაფრის ჩამოშლა არ არის, არაამქვეყნიური ინფორმაცია გაქვთ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

👉 „შენ უკვე იყავი, თვალები დაგვთხარე, არასახელმწიფოებრივად იაზროვნე, ამაზე არაფერი არ გაგვიგონია და მარტო თვალის პაჭუნზე ვინ მოგიყვანს!“ - თაკო ჩარკვიანი გახარიაზე

👉 „უდროო გადაწყვეტილებაა“ - წითლიძე გოცირიძის „ნაცმოძრაობიდან“ წასვლაზე

👉 ერთმანეთს ნუ ეჯინებით, რაღაც პოლიტსაბჭოებით ნუ იფიქრებთ ხალხნო, სირცხვილია! ვის ახსოვხართ იმ პოლიტსაბჭოში იყავით თუ არა - თაკო ჩარკვიანი „ნაცმოძრაობას“

👉 „გახარია არ ყოფილა ფორმალური პრემიერი, მას პარტიაზე საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა“ - თინა ხიდაშელი