მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელენე ხოშტარიას წინაპრები იცით ვინ იყვნენ? კარგია მერე თეატრიდან რომ იღებს - მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერი

ფაქტს, რომ „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ოჯახს ფული რუსული თეატრიდან ერიცხება, პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე დადებითად აფასებს.

„კარგია მერე, რომ თეატრიდან რომ იღებს {შემოსავალს}. ელენე ხოშტარიას წინაპრები იცით ვინ იყვნენ, ხომ?“ განუცხადა მამუკა ხაზარაძემ „იმედის კვირას“ .

შეკითხვაზე, არის თუ არა ეს გამართლება რუსული ფულის ასაღებად, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ეს თანხა საავტორო უფლების საპატენტო შემოსავალია.

„საპატენტო შემოსავალია საავტორო უფლების, ამიტომ ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტია „დროას“ ლიდერს ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს რუსეთიდან ყოველთვიურად მილიონობით ლარი ერიცხება.

აღნიშნულ ინფორმაციას ელენე ხოშტარია გამოეხმაურა და მას აფიორა უწოდა. როგორც ხოშტარიამ განმარტა, მისი მამა თეატრის მხატვრის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია.