მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კერძო მევახშეს ბინის მისაკუთრება სურს“ - დიღმის მასივში ერთ-ერთ ოჯახს ასახლებენ

გამლოსახლების პროცესი დიდ დიღომში

დიღმის მასივში ხმაურია. აღსრულების სამსახური ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მეგრელიშვილების ოჯახის გამოსახლების პროცედურას იწყებს.

მეგრელიშვილების ოჯახი, სადაც 2 მცირეწლოვანი ბავშვი და ხანდაზმული ქალი ცხოვრობს, დახმარებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ თავშესაფრის გარეშე რჩებიან. 

საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივები არიან შეკრებილი.

მათივე განცხადებით, ისინი არ მისცემენ საშუალებას აღსრულების პოლიციას საცხოვრებელ კორპუსში შევიდეს და ორი მცირეწლოვნით ოჯახი გამოასახლოს. 

როგორც ცნობილია, მეგრელიშვილების ოჯახმა კერძო მევახშისგან ვალი 5 წლის წინ 10 ათას დოლარამდე აიღო, რაც წლების განმავლობაში პროცენტის სახით 38 ათას დოლარამდე გაიზარდა. 

„რამდენიმე წლის წინ დაიწყო 6000 დოლარიდან და ავიდა 38 ათას დოლარზე, ოღონდ სარგებელი იქიდან ჩვენ არ გვინახავს. 38 ათას დოლარად ქალბატონს უნდა ეს ბინა მიისაკუთროს. ადვოკატის პირით შევუთვალეთ, რომ გაიყიდოს სახლი, აიღოს თავისი კუთვნილი ფული და მე გირის ფული რომ დამრჩეს იმისთვის, ქუჩაში არ დავრჩე. ალტერნატივა არ მაქვს“, - აცხადებენ მეგრელიშვილების ოჯახში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ინდოელი კაცი ძროხების ქუჩაში გაშვების გამო დააპატიმრეს

✔️ აფხაზურ კრიპტოფერმებს შეუძლია საქართველო ელექტროენერგიის გარეშე დატოვონ - „Amra Life“

✔️ „რუსეთი დასავლეთთან საინფორმაციო დაპირისპირებაში კნუტს ჰგავს მარტორქის წინააღმდეგ“ - კრემლი ცდილობს გააკონტროლოს არმიის კრიტიკის ტალღა - ISW