მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხმა არ აქვს ამოსაღები იმ რეჟიმის წარმომადგენლებს და არც რჩევები მიიღება ქვეყნის 20% ოკუპაციაში თანამონაწილე ძალებისაგან, თუ რა ფორმით გამოუცხადებს საქართველო უკრაინელ ხალხს პოლიტიკურ მხარდაჭერას - დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი

„ხმა არ აქვს ამოსაღები იმ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლებს და არც რჩევები მიიღება ქვეყნის 152 სოფლის დაკარგვასა და 20% ტერიტორიების ოკუპაციაში თანამონაწილე ძალებისაგან - თუ რა ფორმით, როგორ და როდის გამოუცხადებს საქართველოს ხელისუფლება მოძმე უკრაინელ ხალხს და მის მთავრობას ქმედით პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის მხარდაჭერას“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ეს მეგობრული და პარტნიორული ჟესტი არ დააყოვნებს და მას არ ექნება „ნაცებისთვის“ დამახასიათებელი იაფფასიანი და მეტიჩრული პერფორმანსების ფორმა.

„დედით კორნიენკო რომ იქნები გვარად და უკრაინისადმი სიყვარულს რომ დაგიწუნებენ - ეს უკვე ახალი ამბავია. თან იმ ძალის მხრიდან, რომელმაც არა უკრაინელი ხალხი, არამედ უკრაინული სახელმწიფო ბოლო 10 წლის განმავლობაში ანტიქართულ პოლიგონად აქცია. სადაც კიევში 2014 წლის 24 ივლისს დეკლარირებულად შექმნეს „საქართველოს განთავისუფლების შტაბი“, თავშესაფარი მისცეს ყველაზე ცნობილ კრიმინალებს, ჯალათებს, ძებნილებს და საიდანაც გეგმავდნენ და აფინანსებდნენ საქართველოში არაერთი სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობას. წლების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება სრულად აიგნორებდა საქართველოს კანონიერ მოთხოვნებს ან თავად ბოლო მოეღო ამ არაპარტნიორულ და არამეგობრულ დამოკიდებულებას, ან გადმოეცა საქართველოსთვის სამშობლოში დაუსწრებლად მსჯავრდებული კონტინგენტი.

პასუხად - მათ ანიჭებდნენ უკრაინის მოქალაქეობას, დევნილების სტატუსს, ნიშნავდნენ პასუხისმგებელ თანამდებობებზე და უქმნიდნენ ყველანაირ პირობებს, საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობის წარმოებისათვის. დღესაც აქვს ადგილი მათი მხრიდან კოხტა კოდუასთვის, „ქილერასთვის„ და მრავალი სხვა ჯალათისთვის, უკრაინაში სასათბურე პირობების შექმნას და საქართველოში მათ გადმოცემაზე ხელის შეშლას. დღეს უკრაინა შესაძლო ომის პირას დგას, მას ხელი ეშლება ევროპიდან შეიარაღების მიწოდებასა და მარაგების შესაქმნელად, მაგრამ არც უკრაინაში და არც საქართველოში არავის არ ყოფნის გამბედაობა ღიად ილაპარაკონ იმაზე, როგორ გაიტანეს ქვეყნიდან ნათელ/მირონებმა იუშენკომ და სააკაშვილმა დიდი ოდენობით უკრაინისთვის ამჟამად ასე საჭირო შეიარაღება, პირადი გამდიდრების მიზნით მისი მესამე ქვეყნებში გასაყიდად. ხმა არა აქვს ამოსაღები იმ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლებს და არც რჩევები მიიღება ქვეყნის 152 სოფლის დაკარგვასა და 20% ტერიტორიების ოკუპაციაში თანამონაწილე ძალებისაგან - თუ რა ფორმით, როგორ და როდის გამოუცხადებს საქართველოს ხელისუფლება მოძმე უკრაინელ ხალხს და მის მთავრობას ქმედით პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის მხარდაჭერას. და ეს მეგობრული და პარტნიორული ჟესტი არ დააყოვნებს - უბრალოდ მას არ ექნება ნაცებისთვის დამახასიათებელი იაფფასიანი და მეტიჩრული პერფორმანსების ფორმა“! - წერს დავით ქართველიშვილი.

ამავე თემაზე:

👉 „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც რუსეთის აგრესიისგან ვერ დაიცვა საქართველოს ტერიტორია, ვერ უზრუნველყო მშვიდობა და უსაფრთხოება, ახლა თურმე უკრაინას დაიცავს რუსეთის აგრესიისგან - ვლადიმერ ბოჟაძე

👉 ეს ტოტალიტარული სექტა უშედეგოდ ცდილობს პოლიტიკური ქულების ჩაწერას და რაც მთავარია, საქართველოსა და რუსეთს შორის მორიგი ესკალაციის აგორებას - გია აბაშიძე

👉 საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ, თან თუ გავითვალისწინებთ, თავის დროზე რა „წარმატებით“ იბრძოლეს ჯერ დიპლომატიურ ფრონტზე და მერე საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის წინააღმდეგ - ლევან ნიკოლეიშვილი