მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოვასწარით გამოვქცეულიყავით, 3 წუთში სახლი ჩამოინგრა - თურქეთში მცხოვრები ქართველები

მიწისძვრა თურქეთში

თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრაზე „მთავარ არხთან“ თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საუბრობენ და აცხადებენ, რომ გაქცევა მოასწრეს. 

მათივე ინფორმაციით, სხვა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, მომხდარ მიწისძვრამდე ამ შემთხვევაში მათ გამაფრთხილებელი მოკლეტექსტური შეტყობინება არ მიუღიათ.

„თურქეთის დროით 5-ის 15 წუთზე დაიწყო ბიძგი, ოღონდ დაიწყო და მოიმატა. გაგრძელდა დაახლოებით ერთი წუთი, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, გაჩერდა და ამ დროს მოვასწარით რომ გამოვქცეულიყავით და სადღაც 3 წუთის შუალედში იყო მეორე ბიძგი და სახლი ჩამოინგრა“, - აცხადებს თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე. 

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

6 თებერვლის დილის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 337 ადამიანი დაიღუპა და 440 დაშავდა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.

თურქეთის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა.

აზერბაიჯანი მიწისძვრის გამო თურქეთში 370-კაციან სამაშველო გუნდს გზავნის.

ასევე, თურქეთის დასახმარებლად ამერიკაც მზად არის. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაავალა შეაფასოს, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს თურქეთის დახმარება

ამავე თემაზე: 

👉  საქართველო ასეთ რთულ დროს თურქი ხალხის გვერდით დგას - სალომე ზურაბიშვილი

👉 თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 337-ს გადაცდა

👉 ანკარაში საქართველოს საელჩოში არანაირი შეტყობინება არ შესულა - საქართველოს საგარეო უწყება 

👉 სირიაში მიწისძვრის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

👉 აზერბაიჯანი მიწისძვრის გამო თურქეთში 370-კაციან სამაშველო გუნდს გზავნის