მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ“ - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე

ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს სასამართლოში წარადგენს.

„მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო, თორემ საქმის მასალებს თუ კარგად წავიკითხავთ, საქმის მასალებიდან ზუსტად ჩანს, სად გახდა ეს ადამიანი განსაკუთრებით ცუდად, გონების კარგვის პირველ ეპიზოდზეა საუბარი. შემდეგ მას სამჯერ ჰქონდა კიდევ გონების კარგვის ეპიზოდი. თუ რაიმე მტკიცებულებების წარდგენას ვაპირებთ, წარვადგენთ სასამართლოში, პრობლემა არ არის. ჩვენ ვემზადებით, უამრავი დოკუმენტაცია გვაქვს, უამრავი მტკიცებულება გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. თუ ამ მიმართულებითაც იქნება მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, ესეც იქნება წარდგენილი სასამართლოში“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მანამდე, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა:

„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია“, - ვკითხულობთ პენიტენციურის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ხერსონიდან რუსული ძალების უკან დახევა ბევრად უფრო ორგანიზებული იყო, ვიდრე სხვა შემთხვევები - ბრიტანული დაზვერვა

👉 „ველოდებით ტოქსიკოლოგის განმარტებებსაც, რა გამოიწვია იმ ვერცხლის წყალმა“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

👉 ბრიტანეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 50 მილიონი ფუნტია

👉 20 ნოემბრის დილა უკრაინაში საჰაერო განგაშით დაიწყო - ბელორუსიაში მოიერიშე თვითმფრინავების აფრენა დაფიქსირდა

👉 დასანანია ამხელა პარტიას ბიძინას ცუდი, თან „შეშინებული მოსწავლე“ დირიჟორობდეს - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე