მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნება უნდა დავრთოთ ექიმ კობის მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს - მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

 მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მასიმო დანჯელო

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მასიმო დანჯელო ითხოვს, რომ ამერიკელ ექიმს ყოფილ პრეზიდენტთან შესვლის ნებართვა მისცენ.

ამერიკელი ადვოკატი აცხადებს, რომ მუშაობს იმისთვის, ექიმი კობი მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან. 

„ჩვენ ვმუშაობთ აშშ-ის საელჩოსთან, უკრაინის საელჩოსთან. ჩვენ გვყავს ექიმი ჯეიმს კობი, რომელმაც მიიღო ნობელის პრიზი, რომელიც არის აქ და ელოდება სააკაშვილის ნახვას, მაგრამ ჯერ არ გვაქვს თანხმობა, რომ შემოვიდეს პრეზიდენტ სააკაშვილის სანახავად.

საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ გვყავს ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული პაციენტის სანახავად და ჯერ კიდევ არ უშვებენ. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივიღოთ თანხმობა, რომ ექიმი კობი შევიდეს და შეაფასოს პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა. ჩვენ ყოველდღიურად რაც შეგვიძლია ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამის გაკეთება შევძლოთ.

ჩვენ ნება უნდა დავრთოთ ექიმ კობის პრეზიდენტი სააკაშვილი მოინახულოს. მეტი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. როგორც ვთქვი, ჩვენ დღეს აქ ვართ და ვსაუბრობთ აშშ-ის საელჩოსთან, ისევე როგორც უკრაინის საელჩოსთან ამ პროცესის დასაჩქარებლად“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ერთ ექსპერტზე უკანონოდ ჯანდაცვის სამინისტრომ ხარვეზი დაადგინა - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ „საექსპერტო დასკვნა იქნება საკმაოდ მძიმე“ - მარიამ ჯიშკარიანი

✔️ „ადამიანი ხელიდან გვეცლება, უნდა გატარდეს რაღაც ღონისძიებები, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს“ - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

✔️ „კარგავს წონას, არის სუსტად, უჭირს სიარული, ურჩევნია წოლა, ძალიან ცოტა დრო გვაქვს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

✔️ კუნთები გალეული აქვს, ამიტომ უჭირს ნაბიჯის გადადგმა - გიული ალასანია სააკაშვილზე