მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როდესაც მარიტას მამა ვნახე, ვკითხე, როგორ შეძელი ასეთი ბავშვის გაზრდა მეთქი, მითხრა, მე რა გავზარდე, მეც მაოცებდა თავისი საქციელებით, ისეთი გოგონა იყოო“ - კოტე ზარნაძე

კოტე ზარნაძე

საკრებულოს დეპუტატმა და ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაშავებული ლაზარე ლობჟანიძის ოჯახის ახლობელმა კოტე ზარნაძემ „იმედი LIVE-ის“ ეთერში, ტრაგედიასა და დაღუპულ მარიტა მეფარიშვილზე ისაუბრა.

„მარიტას ოჯახისთვის ყველაზე დიდი ნუგეში არის ის, რომ გაზარდა შვილი, რომელმაც მეგობრისთვის პირდაპირი მნიშვნელობით თავი გაწირა. როდესაც მამამისი ვნახე, გადავეხვიე და ვკითხე, როგორ შეძელი ასეთი ბავშვის, ასეთი შვილის გაზრდა მეთქი. მითხრა, მე რა გავზარდე, მეც მაოცებდა თავისი საქციელებით, ისეთი გოგონა იყოო. ეს მთელ საქართველოს დაანახა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მარიტას სახელი დარჩება ჩვენს ქალაქში, ამაზე ყველა ერთად ვიზრუნებთ, რომ მარიტას კვალი არ წაიშალოს და მეგობრობის, ერთგულებისა და იმ ყველაფრის სიმბოლო იყოს, რაც დღეს ძალიან გვაკლია, სამწუხაროდ. ამ ბავშვმა თავისი საქციელით მაგალითი დაგვანახვა, როგორები უნდა ვიყოთ და როგორ უნდა ვიცხოვროთ ყველამ ერთად“, - განაცხადა ზარნაძემ.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დენმა დაარტყა.

ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „პაციენტი გაეწერა ბინაზე“ - ექიმი ლაზარე ლობჟანიძეზე