მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაკის პარკში ახლად გახსნილ შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა

ვაკის პარკი

ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. როგორც ცნობილია, ისინი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. სამივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

თვითმხილველების თქმით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად ჩავიდნენ წყალში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ცნობისთვის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია  დაასრულა და 12 ოქტომბერს გახსნა.

შეიძლება, დაგაინტერესოთ:

„არის მტკიცებულებები, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს“ - მიხაილო პოდოლიაკი

„ჭუჭყი, ბომჟები, უამრავი დარტყმული“ - თინა კანდელაკი ნიუ-იორკის შესახებ წერს

რუსებმა ისლამური რევოლუციის გვარდიის ირანელი ჯარისკაცები განალაგეს უკრაინაში - ISW

საქართველოში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი - ამინდი 19 ოქტომბრამდე