მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორც ჩანს, ციხეში დაბრუნებას უპირებენ - გიული ალასანია სააკაშვილთან დაკავშირებით „ვივამედის“ განცხადებაზე

გიული ალასანია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კლინიკა „ვივამედის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კლინიკა იძულებული ხდება პენიტენციურ სამსახურს მიმართოს და შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა. 

„როგორც ჩანს ციხეში დაბრუნებას უპირებენ. პოლონელი ექიმები არ ჩამოჰყავთ, იმიტომ რომ აქ რაღაცები აქვთ დასამალი. როგორც კი ჩამოვლენ, ყველასთვის ყველაფერი გახდება ნათელი და ეს არ უნდათ. აი ეს არის. გარდა ამისა, მობეზრდათ უკვე, საავადმყოფოში ვერაფერს ვერ უკეთებენ, იქ მხოლოდ უარესობისკენ მიდის“, - აცხადებს გიული ალასანია ტვ „პირველთან“ საუბარში. 

ამავე თემაზე: 

👉 ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, შესაძლოა, უკეთესი ვარიანტი იყოს

👉 იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა - „ვივამედი“