მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთის ბაზარი წამლებისთვის გაიხსნა

ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი 27 აფთიაქში გამოავლინდა

„თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის შესაბამისი მედიკამენტები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„გაიხსნა თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის შესაბამისი მედიკამენტები. საგრძნობლად დიდია სხვაობა წამლების ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს, პირობითად, 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არავითარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი არ არსებობს, ვერ მოვისმინე, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და მე იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები, კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ“ - ღარიბაშვილი