მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავსტრალიაში ნოვაკ ჯოკოვიჩის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

1641820439
სპორტი

სერბი ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩის ასობით მხარდამჭერმა ავსტრალიაში საპროტესტო აქცია გამართეს

შეკრებილთა მთავარი მოთხოვნა ჯოკოვიჩის გათავისუფლება იყო. 

პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა და წიწაკის სპრეით გამოიყენა. 

შეგახსენებთ, ავსტრალიაში ჩასვლის შემდეგ ჯოკოვიჩი რამდენიმე საათი აეროპორტში იმყოფებოდა, ვიდრე მესაზღვრეებმა არ უთხრეს, რომ მისი ვიზა დადგენილ წესებს არ შეესაბამება და ის დეპორტირებული იქნება. მოგვიანებით ჯოკოვიჩი სპეციალურ სასტუმროში მიიყვანეს, სადაც ადამიანები დეპორტაციის წინ იმყოფებიან.

ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ჯოკოვიჩი მედიკოსებმა ვაქცინაციისგან გაათავისუფლეს და ეს გადაწყვეტილება ორმა დამოუკიდებელმა კომისიამ მიიღო.

ამ ფაქტს წინ უძღოდა ავსტრალიის საზოგადოებაში კამათი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ აძლევენ ჯოკოვიჩს ტურნირში მონაწილეობის უფლებას ვაქცინაციის სტატუსის წარმოდგენის გარეშე.

Australian Open 17-დან 30 იანვრამდე ჩატარდება. სერბ ჩოგბურთელს აქვს რეალური შანსი, რომ „დიდი მუზარადის“ ტურნირებში გამარჯვებების მიხედვით როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს გაასწროს. ამ დროისთვის ფედერერმა, ნადალმა და ჯოკოვიჩმა ამ ტურნირებში 20-20-ჯერ გაიმარჯვეს. მათ შორის 9-ჯერ ჯოკოვიჩმა სწორედ ავსტრალიის ღია პირველობაზე გაიმარჯვა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია, მიიღებს თუ არა ჯოკოვიჩი ტურნირში მონაწილეობას. ავსტრალიის ხელისუფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს

🔴  ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არშეშვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს