მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კვარა არ შემცდარა“ - სპალეტი „ლაციოს“ გოლის ეპიზოდზე

ხვიჩა კვარაცხელია და ლუჩანო სპალეტი
1677961578
სპორტი

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან გუშინდელი მატჩი შეაფასა, რომელშიც ნეაპოლური კლუბი „ლაციოსთან“ 1:0 დამარცხდა. სპალეტიმ შეხვედრის ერთადერთი გოლის ეპიზოდიც გაიხსენა, რა დროსაც, ხვიჩა კვარაცხელიას თავით მოგერიებული ბურთი მეტოქეს, მატიას ვესინოს მიუვიდა და მან ეს შანსი „ნაპოლის“ კარში გოლით დააგვირგვინა. 

სპალეტის შეფასებით, ქართველი ამ სიტუაციაში არასწორად არ მოქცეულა.

„კვარამ კარგად ითამაშა, რადგან ბურთი იმ ზონაში იყო, მან უკან დაიხია, თანაგუნდელების დახმარება სურდა. შემდეგ ვესინომ დაარტყა და ის ერთადერთი ნაპრალი იპოვა, რომელშიც შეიძლებოდა გოლი გასულიყო, ეს იყო ერთადერთი სანტიმეტრი, რომლის პოვნაც მხოლოდ მისნაირ ძლიერ ფეხბურთელებს შეუძლიათ... გასახდელში ყველა თავჩახრილი იყო, ძალიან განიცდიდნენ. ყველა მათგანს ჩავეხუტე და შევაქე, რადგან მათგან დიდი ძალისხმევა დავინახე. ისინი ბევრ სიტუაციაში ძალიან კარგები იყვნენ, მაგრამ ერთ თამაში 500 მომენტს ვერ შექმნი. თუ დავთვლი, სულ მცირე 10 სახიფათო მომენტის დასახელება შემიძლია. ვფიქრობ, ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ჩვენც გვქონია თამაშები, როცა ისეთ სიტუაციაში მოგვიგია, როცა ფრე უფრო სამართლიანი იყო“, - ამბობს სპალეტი. 

იხილეთ ასევე:

👉 კვარაცხელია ერთ-ერთი უკანასკნელია, ვინც დანებდა - რას წერს იტალიური მედია „ნაპოლის“ მარცხის შემდეგ

👉 სანდრო მამუკელაშვილი კარიერას San Antonio Spurs-ში გააგრძელებს

👉 იტალიაში დააკავეს „ნაპოლის“ თამაშზე მიმავალი საქართველოს მოქალაქე, რომელიც 11 წელი იძებნებოდა