მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - Pia.ge

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა გაავრცელა.

ნინო ლომჯარია სააკაშვილის მონახულებას უახლოეს საათებში გეგმავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

„მეგობრებო, დამშვიდდით... დაბნეული, ჩამოშლილი რეჟიმი მეოთხე დღეა ეძებს მიხეილ სააკაშვილს და დღეს სრულიად არაადეკვატური განცხადებებით მთელი დღე უარყოფდნენ მიშას საქართველოში ყოფნას. იმდენად ვერ ფლობდნენ ინფორმაციას, რომ საერთოდ ტრუსკავეცში ეძებდნენ და მთლად თბილისში დაიჭირეს... მიშასთვის დაჭერა არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს. ამისთვისაც მზად იყო. აირჩია ეს რისკიანი გზა და ახლა მისთვის ციხე ბრძოლის გაგრძელების გზაა.

ჯერი ჩვენზეა. ხვალ ვამარცხებთ რეჟიმს და თავისუფლებას მოვუტანთ ქვეყანასაც და მიშასაც. ციხით ისინი შეაშინონ, ვინც აქამდე შეუშინებიათ. ესეც მალე ჩაივლის. ხვალ ყველანი რეფერენდუმზე“, - წერს ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

დაახლოებით, 20:00 საათზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია.