მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სკოლებში პირბადის ტარება კორონავირუსის პრევენციას ხელს უწყობს - როშელ ვალენსკი

სკოლებში პირბადის ტარება კორონავირუსის პრევენციას  ხელს უწყობს
1631549127
COVID-19

არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ სკოლებში პირბადის ტარება კორონავირუსის პრევენციას ხელს უწყობს და ბავშვებს საფრთხეს არ უქმნის, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორმა დოქტორმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა.

„მიმდინარე თვეს ლოს-ანჯელესის ოლქიდან მივიღეთ მონაცემები, რომელიც ცხადყოფს, რომ ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია იმ ადგილებში, სადაც დაცვის ზომები მიღებული არ იყო. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ბავშვები სკოლაში და ისინი უსაფრთხოდ იყვნენ აუცილებელია პირბადის ტარება“, - განაცხადა როშელ ვალენსკიმ.

ამასთან, როშელ ვალენსკი ამბობს, მონაცემები აჩვენებს, რომ სკოლებში პირბადის ტარებამ სკოლების დახურვა შეიძლება შეამციროს.

„სკოლები, სადაც პირბადის ტარების მანდატი არ არის, იხურება, რადგან ეპიდემია სწრაფად ვრცელდება. პირბადის ტარება სკოლებში ეპიდემიის აფეთქების ალბათობას ამცირებს“, - დასძენს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი.

მისი თქმით, სკოლებში კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების დასასრულებლად, ვაქცინის მაღალი მაჩვენებლები და შემთხვევების დაბალი მაჩვენებლებია საჭირო.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „მე-5 ტალღის სიძლიერე მოსახლეობის პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული“

👉 „საჯარო სკოლებში პერსონალის 33% სრულად არის აცრილი, ხოლო კერძოში 44%“

👉 „იმის შანსი, რომ სასკოლო გარემოში სწავლა განახლდეს, რეალურად არსებობს“