მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის თანამესაკნის ჩვენება

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წელი.

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის თანამესაკნე საქმესთან დაკავშირებით ჩვენებას აძლევს, სადაც ის საბედისწერო დაბადების დღის ამბავს ყვება.

ჩვენებაში აღწერილია პატიმრობაში მყოფი ნიკოლოზ რევაზიშვილი მის თანამესაკნე კობა ჩიტიძეს, თუ რას უყვება .

კობა ჩიტიძეს ჩვენების მიხედვით, მას რევაზიშვილმა უამბო თუ რა ხდებოდა 18 ივნისის ღამეს. როგორ შეხვდენენ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან მყოფ პირებს და როგორ განვითარდა შემდგომ მოვლენები.

რევაზიშვილის თანამესაკნეს ჩვენების მიხედვით, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა არაგვის ხიდზე ასვლისას დაინახეს 3-4 ბიჭი, რის შემდეგაც ვახტანგ ჩიქოვანმა მიუთითა მათზე და წავიდნენ ამ ადამიანების მიმართულებით.

„ყველანი გადავედით მანქანიდან და გავიქეცით იმ ბიჭების მიმართულებითო“, - ნათქვამია ჩვენებაში.

„ისინი ჩვენ დანახვაზე გაიქცნენ, გადაჭრეს გზა და ხიდის ქვემოთ ჩასასვლელისკენ გაიქცნენო. ჩვენც იმ ადგილას, რომ მივუახლოვდით შევამჩნიეთ, რომ ერთ-ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში იმალებოდა და მე ამ ბიჭთან დავრჩი.. დევნის დროს ერთ-ერთი ბიჭი არაგვის ხიდის ქვეშ გამავალი გზისკენ გაიქცა.. მას უკან მიყვნენ აჩო გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დაახლოებით 15-20 წუთის მერე ისინი უკან დაბრუნდნენ. ამის შემდეგ
ჩვენ ჩავსხედით მანქანაში და წამოვიყვანეთ თბილისის მიმართულებით, მანქანაში ძალით ჩავსვით ამირხანაშვილი თუმცა არ გვიცემია. აჩო გაგნიძემ მას სიტყვიერად ჩხუბი და გინება დაუწყო. რაზეც ამირხანაშვილმა უთხრა მე არაფერ შუაში ვარო, ამირხანაშვილი შეშინებული იყო, გზაზე რამოდენიმეჯერ პირჯვარი გადაიწერა.

შემდეგ, გაგნიძემ მანქანაში მოყვა, რომ დავეწიეთ იმ ბიჭს, ჯერ ხელის გულები დავარტყიო ორივე თვალის მიდამოში და თავი ჩავარტყი სახეში. შემდეგ, მუშტი ჩავარტყი და ტუჩი გაუსკდაო, ამის შემდეგ ბიჭი წაიქცა და ვახტანგ ჩიქოვანმა, ზ.ხ.-მ ა.ქ.-მ და მე წიხლები ვურტყითო. აჩო გაგნიძეს უთქვამს, რომ ცემის პროცესში ბიჭი გაგვექცა მდინარისკენო, უკან მიყოლილან ყველანი, რა დროსაც მდინარეში გადაგვივარდა ეს ბიჭი და დაიხრჩოო“,- წერია ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნის ჩვენებაში, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მოიპოვა.

ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის ჩანთა იპოვა არასრულწლოვანმა ა.ქ-მ. რის შემდეგაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩანთა იქვე ერთ-ერთ სვეტზე დაეტოვებინათ, რადგან კვალი აერიათ და გამოძიებას მათზე ეჭვი არ მიეტანა.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 19 ივ­ნისს ახალგაზრდა სპორტსმენის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სახებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

მათგან 5 პირს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით ედებათ, ხოლო 12 პირს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.