მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახო რევაზიშვილი: არანაირი სამართლებრივი ძალა ამ ჩვენებას არ აქვს

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ძმა

დღეს, პირველ აგვისტოს გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნის, კობა ჩიტიძეს ჩვენების შესახებ გახდა ცნობილი.

ჩვენებაში საუბარი იყო საბედისწერო ღამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, ვინ და როგორ მონაწილეობდა გიორგი შაქარაშვილის საქმეში.

ჩიტიძეს თქმით, მას რევაზიშვილმა უამბო თუ რა ხდებოდა 18 ივნისის ღამეს. როგორ შეხვდნენ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან მყოფ პირებს, შემდგომ კი როგორ განვითარდა მოვლენები.

კობა ჩიტიძეს განცხადებას ეხმაურება ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმა, ვახო რევაზიშვილი.

„ეს არის სწორედ ის სიბინძურე, რაზეც აქამდე ვსაუბრობდი. არანაირი სამართლებრივი ძალა ამ ჩვენებას არ აქვს და ეს არის მხოლოდ საზოგადოების მოსატყუებლად დაწერილი. დღეს გახდა ცნობილი, რომ ჩანთაზე არც ერთი ბრალდებულის დე-ენ-ემი არ ამოვიდა, ვერც ამოვიდოდა, უბრალოდ კომიკურია ჩიტიძის ჩვენება“,- განაცხადა ვახო რევაზიშვილმა ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან საუბრისას.

„რომელი საღად მოაზროვნე ადამიანი დაიჯერებს, რომ თურმე 2 დღის გაცნობილ დამნაშავეს გული გადაუშალა და დეტალებში მოუყვა შაქარაშვილის გარდაცვალების ამბავი. სირცხვილია, წარმოიდგინეთ მკვლელობას გაბრალებენ, ამასთან მტკიცებულება მკვლელობის კი არა, საერთოდ შემხებლობისაც კი არ არსებობს? ეს ყველაფერი კითხვებს არ გიჩენთ? მართლა გჯერათ, რომ 5 ადამიანს ასე სადისტურად შეეძლო უდანაშაულო ადამიანის მოკვლა? რატომ უნდა გაეკეთებინათ ეს ვინმეს პასუხი გაქვთ?“,- აღნიშნა ვახო რევაზიშვილმა.

დღეს, პირველ სექტემბერს გახდა ცნობილი კობა ჩიქოვანის ჩვენების შესახებ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 19 ივ­ნისს ახალგაზრდა სპორტსმენის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სახებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

მათგან 5 პირს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით ედებათ, ხოლო 12 პირს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.