მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთი სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს

სამხრეთ ოსეთის  ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

„სამხრეთ ოსეთს აქვს უფლება მოითხოვოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია - წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამო“, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

მედოევმა ხაზი გაუსვა, რომ „სააკაშვილს ელოდება სამართლიანი სასამართლო პროცესი ე.წ. სამხრეთ ოსეთში და აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება იქნება შესაბამისი“.

„ვგულისხმობ 2004 და 2008 წლებში ჩადენილ დანაშაულებს, გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ გაეროს კონვენციის თანახმად, მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის 260 (III) რეზოლუციით“, - განაცხადა მედოევმა.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

1-ელ ოქტომბერს საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია. გვიან ღამით მასთან უფლებადამცველი ნინო ლომჯარია შევიდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის პოლიტმატიმარია და შიმშილობას აცხადებს.

2 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე:

🔴 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე

🔴სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „არ გამოვრიცხავ, ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას გადასცეს მიხეილ სააკაშვილი“ - ვახტანგ ძაბირაძე

🔴 „უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში“ - უკრაინის საგარეო უწყება