მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი

„თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, თუნდაც გარკვეული პერიოდით, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს, დღეს მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი გადაქაჩულია ამ თემაზე და სხვა სახელმწიფოებრივი პრობლემები თითქოს არც კი არსებობს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. 

ხუხაშვილი აცხადებს, რომ  სააკაშვილი მთლად კარგად არ არის და ამას უკვე ხელისუფლებაც აღიარებს ირიბად. 

მისი თქმით, პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. 

„დღევანდელი მთავარი თემა ბუნებრივია, სააკაშვილია. ფაქტობრივად, მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი გადაქაჩულია ამ თემაზე და სხვა სახელმწიფოებრივი პრობლემები თითქოს არც კი არსებობს ამ ქვეყანაში.

სააკაშვილის საკითხი 3 ძირითად განზომილებას მოიცავს. ეს გახლავთ: სამართლებრივი, ჰუმანიტარული და პოლიტიკური. რაც შეეხება სამართლებრივს, სამართლებრივის  განხილვას აზრი არ აქვს საქართველოში სამწუხაროდ, დიდი ხანია იმიტომ, რომ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის ნდობა არის  დაბალი. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ გამოსატან ვერდიქტზე, ვსაუბრობთ არა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, არამედ ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. 

რაც შეეხება ჰუმანიტარულს, აქაც ყველაფერი უკვე გასაგებია. ხელისუფლება ირიბად აღიარებს, სააკაშვილი მთლად კარგად არ არის, ანუ ისინი აღარ საუბრობენ სიმულაციაზე, არამედ საუბრობენ თვითდაზიანებაზე. მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცევა პატიმარი, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მაინც სახელმწიფოა პასუხისმგებელი. 

ეს საქმე მთლიანად პოლიტიკურია. ჩემი აზრით, სახელმწიფო ინტერესი არის მისი გაშვება, სააკაშვილის ფაქტორის ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან. ეს გარკვეულწილად შეარიგებს საბოლოო ჯამში საზოგადოებას. უნდა გვესმოდეს - ჩვენ გვჭირდება დაწყნარება, წინ გახედვა, სახელმწიფოებრივ პრობლემებზე ორიენტაცია და შესაბამისად, სააკაშვილის ფაქტორის დომინირება ძალიან სერიოზულად აზიანებს ქვეყანას, როგორც საშინაო პოლიტიკური გაგებით, ისე საგარეო პოლიტიკური გაგებით. ასე რომ, თუ ის იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, თუნდაც გარკვეული პერიოდით, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი. 

შეგახსენებთ, სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარი თქვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა რომ დადგეს ქართული კვაზი „მართლმსაჯულება“ - შალვა ხაჭაპურიძე

👉 სააკაშვილი: ვერაფერი გამტეხავს, გაბრაზების და ბრძოლის დროა

👉  სააკაშვილის წამების და მოკვლის უფლება არ გვაქვს, ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე - გიორგი მარგველაშვილი

👉 მირეკავდა და მეუბნებოდა, ბიძინა სისხლის ღვრის გარეშე არ წავაო - თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე