მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ანტისხეულების დაბალი დონე უფრო ხშირია მათში, ვისაც ხანგრძლივი კოვიდი განუვითარდა“ - ზაზა წერეთელი

ზაზა წერეთელი
1643224300
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ხანგრძლივ კოვიდს ეხება. 

წერეთლის ცნობით, შვეიცარიელი მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მათ აღმოაჩინეს „ანტისხეულის ხელმოწერა“, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ექიმებს იმ პაციენტების იდენტიფიცირებაში, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი Covid-ის განვითარების რისკი (მდგომარეობა, როდესაც დაავადების სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს მრავალი თვის განმავლობაში).

„ციურიხის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მკვლევარებმა გააანალიზეს კოვიდ პაციენტების სისხლი და დაადგინეს, რომ გარკვეული ანტისხეულების დაბალი დონე უფრო ხშირია მათში, ვისაც ხანგრძლივი Covid განუვითარდა, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც სწრაფად გამოჯანმრთელდნენ.

ჯგუფმა შეისწავლა 175 ადამიანი, რომლებმაც დადებითი პასუხი მიიღეს PCR ტესტირების შედეგად და 40 ჯანმრთელი მოხალისე, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც საკონტროლო ჯგუფი. იმის დასანახად, თუ როგორ იცვლებოდა მათი სიმპტომები დროთა განმავლობაში, ექიმები აკვირდებოდნენ 134 პაციენტს კოვიდიდან ერთი წლის განმავლობაში მათი საწყისი ინფექციის შემდეგ.

მონაწილეებზე სისხლის ტესტებმა აჩვენა, რომ მათ, ვისაც განუვითარდა ხანგრძლივი კოვიდი, ასევე, ცნობილი როგორც პოსტ-მწვავე Covid-19 სინდრომი (post-acute coronavirus disease 2019 (COVID-19) syndrome -
Pacs) - ჰქონდათ ანტისხეულების IgM და IgG3 დაბალი დონე“, - აღნიშნავს წერეთელი. 

როგორც წერეთელი წერს, კოვიდის დაწყების დროს IgM სწრაფად მატულობს.

„როდესაც კოვიდი იწყება, IgM სწრაფად მატულობს, ხოლო IgG ანტისხეულები მოგვიანებით იზრდება და უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას.

მეცნიერებმა ანტისხეულების ეს მაჩვენებლები გააანალიზეს პაციენტის ასაკთან, ასთმური დაავადების ქონასა და სხვა სიმპტომებთან ერთად რათა დაედგინა ხანგრძლივი კოვიდის რისკის ალბათობის სკალა. იმის დასადასტურებლად, რომ ეს სკალა სასარგებლო იყო, მათ ჩაატარეს ტესტი 395 კოვიდ პაციენტისგან შემდგარ ცალკეულ ჯგუფზე, რომლებსაც ექვსი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

ცხადია ტესტს არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს როგორი რისკი აქვს ადამიანს განუვითარდეს ხანგრძლივი კოვიდი, სანამ ის არ დაინფიცირდება მაგრამ როგორც კვლევაში მონაწილე ერთ-ერთმა ექიმმა კარლო სერვიამ განაცხადა, თუკი პაციენტს აქვს ასთმის ისტორია და დაბალი IgM და IgG3 მაჩვენებლები წინასწარ შეიძლება ითქვას რომ ასეთ ადამიანებს აქვს ხანგრძლივი კოვიდის გაზრდილი რისკი“, - წერს ზაზა წერეთელი.

ცნობისთვის, კვლევა გამოქვეყნებულია Nature Communications-ში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე

⭕ „ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

⭕ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი“ - ზაზა წერეთელი