მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირის სამოგზაურო კოვიდპასპორტის ვადა ბოლო ვაქცინის გაკეთებიდან 9 თვის შემდეგ ამოიწურება

ევროკავშირის მწვანე პასპორტი
1637851128
COVID-19

ევროკავშირის სამოგზაურო კოვიდპასპორტის ვადა ბოლო ვაქცინის გაკეთებიდან 9 თვის შემდეგ ამოიწურება და განახლებისთვის „ბუსტერ“ დოზის გაკეთება იქნება საჭირო, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.  

25 ნოემბერს გამოქვეყნებულ სამოგზაურო რეკომენდაციაში, ევროკომისიამ განაახლა კოვიდ საშვის მოქმედების ვადა, რომელიც ზაფხულის დასაწყისიდან მოქმედებს. 

ახალი წესების თანახმად, კოვიდ საშვი ვაქცინის ბოლო დოზის მიღებიდან ცხრა თვის განმავლობაში იმოქმედებს. 

სისტემის ძირითადი წესები ძალაში რჩება: საშვი მფლობელები თავისუფლდებიან ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის დროს შეზღუდვებისგან, როგორიცაა ტესტირება და კარანტინის გავლა.

„აშკარაა, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა. მოგზაურებმა უნდა გაითვალისწინოს ეს არასტაბილური სიტუაცია“, - განაცხადა ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა.

დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 76%-ზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ბავშვებსა და მოზარდებზე?

👉როგორ შევარჩიოთ პირბადე, რომელსაც ყოველ დღე ვატარებთ?

👉დედის რძეში კორონავირუსის შემდეგ ანტისხეულები 10 თვის განმავლობაში რჩება - კვლევა