მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება დომინანტი გახდეს“ - სუმია სვიმინათანი

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება დომინანტი გახდეს“
1638562477
COVID-19

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება დომინანტი გახდეს, რადგან ის ძალიან გადამდებია, თუმცა სხვა ვაქცინა შეიძლება არ იყოს საჭირო“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა სუმია სვამინათანმა განაცხადა. 

მისი თქმით, საჭიროა სწორი რეაგირება, მომზადება, სიფრთხილეა და არა პანიკა.

„რამდენად შეშფოთებულნი უნდა ვიყოთ? მომზადებული უნდა ვიყოთ, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, თუმცა პანიკა საჭირო არ არის, რადგან გასულ წელთან შედარებით, ახლა განსხვავებულ სიტუაციაში ვართ. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ვარიანტი უფრო ზომიერი იქნება. ჯერ ნაადრევია დასკვნის გაკეთება. მსოფლიოს მასშტაბით, „დელტა“ ვარიანტზე ინფიცირების შემთხვევების 99% მოდის. „ომიკრონი“ ვარიანტი უფრო გადამდები უნდა იყოს იმისთვის, რომ დომინანტური გახდეს. ეს შესაძლებელია, მაგრამ ამის პროგნოზირება ჯერ შეუძლებელია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

 აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

 „ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან“ - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC