New York Times-ის მონაცემებით, ბოლო 7 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების სტატისტიკის გაანგარიშებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
სტატისტიკის მიხედვით, 100 000 მოსახლეზე ადამიანთა გარდაცვალების მაჩვენებელი 2.01-ია. ქვეყანაში დღიური გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 74.7-ია.
100 000 მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებლით მეორე ადგილს ბულგარეთი იკავებს, სადაც გარდაცვალების მაჩვენებელი 1.85-ია. მესამე ადგილზე საშუალოდ 1.82 ადამიანით მოლდოვაა, მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი უკრაინა და ხორვატია იკავებენ.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
🔴 1491 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში - ეპიდვითარება საქართველოს სამეზობლოში
🔴 ციციშვილის კლინიკაში 1 თვის ინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - მაია ჩხაიძე