აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევის თანახმად, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინების გამაძლიერებელი დოზები ძალზე ეფექტიანი აღმოჩნდა „ომიკრონთან“ დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად.
გამაძლიერებელი დოზები 90%-ით ეფექტიანია „ომიკრონის“ წინააღმდეგ. დოზები, ასევე, 82%-ით ეფექტიანი იყო გადაუდებელი დახმარების განყოფილებისა და გადაუდებელი დახმარების ვიზიტების თავიდან ასაცილებლად.
„კვლევა ნამდვილად აჩვენებს გამაძლიერებელი დოზის მიღების მნიშვნელობას“, - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ემა აკორსიმ.
ამერიკელებმა უნდა მიიღონ გამაძლიერებლები, თუ სულ მცირე ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მათ გაიკეთეს „ფაიზერის“ და მოდერნას“ ვაქცინები.
აგრეთვე წაიკითხეთ:
⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები
⭕ „სტელს-ომიკრონი“ - ევროპაში ომიკრონის სუბშტამი გამოჩნდა
⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება
⭕ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება