მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვინც „სტელს-ომიკრონი“ გადაიტანა, ის „ომიკრონით“ არ დაინფიცირდება“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Pia.ge
1645161756
COVID-19

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში „ომიკრონის“და მისი ქვეშტამის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საზოგადოებაში „ომიკრონთან“ დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, ის არც ისე მსუბუქია. 

„ომიკრონი“ შედარებით მსუბუქია, ვიდრე დელტა შტამი, მაგრამ არც ისე მსუბუქი, როგორც ზოგიერთს ჰგონია. მარტო ზედა სასუნთქი გზების ინფექციით აშშ-ში ყოველდღე, დაახლოებით, 3 000 ადამიანი არ დაიღუპებოდა. ევროპის ქვეყნებში გაცილებით კარგი სიტუაცია. „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქია, უფრო ხშირად იწვევს ზედა სასუნთქი გზების დაზიანებას, მაგრამ მას შეუძლია გამოიწვიოს პნევმონიაც და შეუძლია, გამოიწვიოს ყველა ის გართულება, რომელსაც იწვევდა დელტა შტამი.

მსოფლიოშიც და საქართველოშიც რეინფიცირების შემთხვევები ბევრია, თუმცა მეორედ დაინფიცირდა ადამიანები რომლებმაც სხვა შტამი ჰქონდა. ის რომ „ომიკრონ“ გადატანილს ხელახლა „ომიკრონი“ დაემართოს იშვიათია“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძემ ყურადღება ქვეყანაში გავრცელებულ დომინანტ შტამზე „სტელს-ომიკრონზეც“ გაამახვილა და აღნიშნა, რომ ის გავრცელების სისწრაფით გამოირჩევა. 

„სტელს-ომიკრონი“ იმდენად განსხვავდება „ომიკრონისგან, რომ ფაქტობრივად, სხვა შტამია. ქვეშტამია, მაგრამ მაინც სხვა შტამია. ვისაც „ომიკრონი“ დაემართა, ის შეიძლება, „სტელს-ომიკრონი“ დაინფიცირდეს, მაგრამ ვინც „სტელს-ომიკრონი“ გადაიტანა, ის „ომიკრონით“ არ დაინფიცირდება, ან ძალიან იშვიათად დაინფიცირდება. საქართველოში ახლა სჭარბობს „სტელს-ომიკრონი“ და არა „ომიკრონი“, ეს ყველამ იცოდეს. „სტელს-ომიკრონი“ არის ერთ-ნახევარჯერ უფრო გადამდები, ვიდრე „ომიკრონი“. ფაქტობრივად, „სტელს-ომიკრონი“ ეს არის მთელი ისტორიის მანძილზე არსებული ყველაზე გადამდები შტამი. რაც შეეხება სიმძიმეს, ის ისეთივე სიმძიმის დაავადებას იწვევს, როგორსაც „ომიკრონი“, - აღნიშნავს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

რამდენ ხანს ტოვებს „ომიკრონი“ იმუნიტეტს? - ცერცვაძის განმარტება

D ვიტამინი კორონავირუსს ებრძვის და პაციენტებს სერიოზული ავადმყოფობის ან სიკვდილის რისკის შემცირებაში ეხმარება - კვლევა

„აუცრელებში „ომიკრონის“ მიერ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ძალიან სუსტია და არ მუშაობს - ზაზა წერეთელი

„რაღაცით უნდა შევებრძოლოთ ამ ვირუსს, ცარიელი ხელებით და „აშმალახათი“ არაფერი შეიცვლება“ - დევი ტაბიძე

რამდენ ხანშია შესაძლებელი „ომიკრონით“ მეორედ დაინფიცირდეთ? - ჩხაიძის განმარტება

რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება